Thursday, November 6, 2014
ტრენინგების შესახებ
ტრენინგები ძალიან სასარგებლოა, ბევრის მომცემი და რაც მთავარია, ხძშირად სტიმულს გაძლევს , ასევე შენს თავსაც აფასებ, ხვდები რა იცი და რა გჭირდება. ახლა ვფიქრობ პროექტის ახალ თემაზე.
Sunday, November 2, 2014
2.11.2014 ტრენინგის მეცხრე (შემაჯამებელი) დღის რეფლექსია
მეცხრე დღე შემაჯამებელი მეცადინეობა იყო--მოეწყო ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს გაწეულ სამუშაოს,მინდა ვთქვა, რომ არც თუ ურიგო სამუშაო შემისრულებია. პატარ-პატარა შესწორებები გავაკეთე. იმედია , პროექტიც წარმატებით განხორციელდება!
Saturday, November 1, 2014
1.11.2014 ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია
ეს დღეც საინტერესო იყო. ინტერნეტი კვლავ გვაწვალებდა. შევქმენით პროექტის ფასილიტაციის კითხვარი და გადავიტანეთ ბლოგზე. ბლოგში დავამატეთ პროექტის პორტფოლიოს გვერდი. საინტერესო იყო. ხვალ საპასუხისმგებლო დღეა-- პრეზენტაცია გვაქვს! ყველას წარმატებას ვუსურვებ.
Sunday, October 26, 2014
26.10.14. ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგი იყო საინტერესო, ჯერ ქეთინოს მივეხმარე პრეზენტაციის ბლოგზე დადებაში, თან მეც გავიხსენე. ძალიან გაგვაწვალა ინტერნეტმა. შემდეგ ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ასევე მივიღეთ დავალება ---ერთ-ერთი შეფასება ავიღოთ და როგორც მოსწავლე ჩაწერდა , ისე გავაკეთოთ, ვთქვათ, ვენის დიაგრამა. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი და შევქმენით გვერდები ბლოგზე. საინტერესოა ძალიან, ხშირ-ხშირად უნდა შევი დე ხოლმე.ნახვამდის!
Saturday, October 25, 2014
25.10.2014 ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია
მეექვსე დღეც საინტერესო იყო.ვიმუშავეთ გაზიარებულ დოკუმენტზე. drive-ზე ვიმუშავეთ, შემდეგ ბლოგზე დავდეთ მოსწავლის ნიმუში და პროექტის პრეზენტაცია. დავაკომენტარეთ ერთი ნიმუში და ერთი პროექტის პრეზენტაცია
Monday, October 20, 2014
ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღე ექსტრემალურად დაიწყო: ინტერნეტი იყო გათიშული, თუმცა მაინც ნაყოფიერად ვიმუშავეთ, რადგან კარგად დაიგეგმა მეცადინეობა, რაც ჩვენი ტრენერის ,ქ-ნ მაიას დამსახურებაა, რისთვისაც გულწრფელ მადლობას მოვახსენებ!
განვიხილეთ საშინაო დავალება---პროექტის გეგმის შაბლონი, შეფასების კრიტერიუმები.
ყველაზე საინტერესო იყო სლაიდშოუს აწყობა---დრო ისე გაფრინდა , ვერც გავიგე.
მივიღეთ დავალებები მომავალი მეცადინეობისთვის----უნდა შევქმნათ მოსწავლის დავალების ნიმუში--- ცოტა ხნით მოსწავლეები უნდა გავხდეთ, საინტერესოა!
ეს ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი დღე იყო!

Sunday, October 12, 2014
ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღე მიეძღვნა ბუკლეტებს.განვიხილეთ სხვადასხვა წევრების ნამუშევრები.
შემდეგი აქტივობა: პროექტის გეგმის შევსება---ვიმუშავეთ სტანდარტზე , ინდიკატორებზე, რომელზეც გადის ჩვენი პროექტი.შემდეგ გავაგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე. ვისწავლეთ ,აგრეთვე,drive.მივიღეთ დავალებები.
შემდეგი აქტივობა: პროექტის გეგმის შევსება---ვიმუშავეთ სტანდარტზე , ინდიკატორებზე, რომელზეც გადის ჩვენი პროექტი.შემდეგ გავაგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე. ვისწავლეთ ,აგრეთვე,drive.მივიღეთ დავალებები.
Saturday, October 11, 2014
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო: განვიხილეთ პროექტის ბუკლეტის მაკეტები;შემდგომ ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე–გავარჩიეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მოვარგეთ ჩვენს პროექტს და დავბეჭდეთ ჩვენს ბლოგზე.
შემდეგი აქტივობა–––ბუკლეტის შექმნა word-ში.
საშინაო დავალება:1.ბუკლეტის შექმნა და გაგზავნა ტრენერთან
2. ესგ–ში ჩვენი საგნის იმ ინდიკატორების მოძებნა,რომელზეც გადის პროექტი
3.21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებიდან რომელზე გადის ჩვენი პროექტი
4. პროექტის აქტივობები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ცხოვრების ჯანსაღი
წესის პოპულარიზაცია სკოლაში
ზოგადი კითხვა: რატომ ვბერდებით?!
თემატური კითხვები: თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის , რომ ადამიანი
იყოს ჯანმრთელი?
რა დაგვეხმარება
იმაში, რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა?
შინაარსობრივი
კითხვები: როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა,რომ იყოს ჯანმრთელი?
ეხმარება თუ არა სპორტული აქტივობები მოსწავლეს, იყოს
ჯანსაღი?
იწვევს თუ არა დღის არასწორად დაგეგმვა მოსწავლის
არასწორ განვითარებას?
როგორ გამოვიყენოთ სპორტი და ფიზიკური კულტურა ჩვენს
სასარგებლოდ?!
Tuesday, October 7, 2014
07.10. 2014––სამშაბათი
მოგესალმებით!
კვლავ გამიჩნდა სურვილი ბლოგზე დავწერო.დღეს სამშაბათია , დილით მზემ გამოანათა(როგორც ადრე აღვნიშნე , ცუდი ამინდი განწყობას მიფუჭებს),თავი უკეთ ვიგრძენი და სკოლას მივაშურე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სკოლის გარეთ ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...
თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს წარსულთან გვაახლოებს–––აღდგა ეპისტოლარული სახე ურთიერთობისა, თუმცა გაცილებით სწრაფი და მოქნილია იგი დღეს.ამინდსაც აღარ აქვს მნიშვნელობა, ჰოდა, ვწეროთ და ვაქვეყნოთ ჩვენი აზრები,სხვის ნააზრევსაც გავეცნოთ, მართლაც აქვს ხიბლი ასეთ ურთიერთობას.
მეორე მეცადინეობაზე ჩვენმა მაია მასწავლებელმა ერთ ჯგუფს , განსახილველად, შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა''–ს შესახებ სანიმუშოდ შექმნილი პროექტები დაგვირიგა.შექსპირზე ვფიქრობ , უნებურად... ალბათ, რამდენს კიდევ დაწერდა ისტ–ის ტრენინგები რომ გაევლო...ან იქნებ, ეს ტრაგედიაც არ მომხდარიყო faceboook-ს რომ ეარსება, ვინ იცის?!...

Sunday, October 5, 2014
ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
წვიმიანი ამინდი ჩემზე უარყოფითად მოქმედებს, თანაც ცუდად ვგრძნობდი თავს. ტრენერმა მაია ჯოხაძემ ,მეცადინეობა დაიწყო პირველი დღის მიმოხილვით,იმ წევრებისთვის,რომლებმაც ეს დღე გამოტოვეს.ისინი დარეგისტრირდნენ intel-ზე, შემდეგ, ტრენერს ელექრტონული ფოსტით გაუგზავნეს თავიანთი მონაცემები.
შემდეგი აქტივობა იყო საშინაო დავალების განხილვა––– საპროექტო თემად მე ავირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში, პროექტის
სათაური : ,,ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სული''.პროექტის მონახაზის პრეზენტაციის შემდგომ,ტრენერმა მომცა სასარგებლო მითითებები.
სხვა აქტივობა–––ვიმუშავეთ ჯგუფებში და განვიხილეთ პროექტის ნიმუშები.
ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ბლოგის შედგენა, თუმცა რამდენიმე გლოგი არ გაიხსნა, რაც ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია. ბლოგი მაინც შევქმენი მეორე დღეს.
P.S.მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, სახლში მოსვლისთანავე დავწექი, მაციებდა და მაცხელებდა, სამწუხაროა, რომ ამის გამო ვერ დავტოვე სათანადო შთაბჭდილება ტრენერზე და ჩემი უარყოფითი მხარეების გამომზეურება მომიხდა.

Subscribe to:
Posts (Atom)