Tuesday, October 7, 2014

07.10. 2014––სამშაბათი

                       მოგესალმებით!      
    კვლავ გამიჩნდა სურვილი ბლოგზე დავწერო.დღეს სამშაბათია , დილით მზემ გამოანათა(როგორც ადრე აღვნიშნე , ცუდი ამინდი განწყობას მიფუჭებს),თავი უკეთ ვიგრძენი და სკოლას მივაშურე.  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სკოლის გარეთ ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...
     თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს წარსულთან გვაახლოებს–––აღდგა ეპისტოლარული  სახე ურთიერთობისა, თუმცა გაცილებით სწრაფი და მოქნილია იგი დღეს.ამინდსაც აღარ აქვს მნიშვნელობა, ჰოდა, ვწეროთ და ვაქვეყნოთ ჩვენი აზრები,სხვის ნააზრევსაც გავეცნოთ, მართლაც აქვს ხიბლი ასეთ ურთიერთობას.
    მეორე მეცადინეობაზე ჩვენმა  მაია  მასწავლებელმა  ერთ  ჯგუფს , განსახილველად,    შექსპირის ,,რომეო და  ჯულიეტა''–ს შესახებ სანიმუშოდ  შექმნილი პროექტები დაგვირიგა.შექსპირზე ვფიქრობ , უნებურად...   ალბათ, რამდენს კიდევ დაწერდა  ისტ–ის ტრენინგები რომ გაევლო...ან იქნებ, ეს ტრაგედიაც არ მომხდარიყო faceboook-ს რომ ეარსება, ვინ იცის?!...

No comments:

Post a Comment