ტრენინგის მეხუთე დღე ექსტრემალურად დაიწყო: ინტერნეტი იყო გათიშული, თუმცა მაინც ნაყოფიერად ვიმუშავეთ, რადგან კარგად დაიგეგმა მეცადინეობა, რაც ჩვენი ტრენერის ,ქ-ნ მაიას დამსახურებაა, რისთვისაც გულწრფელ მადლობას მოვახსენებ!
განვიხილეთ საშინაო დავალება---პროექტის გეგმის შაბლონი, შეფასების კრიტერიუმები.
ყველაზე საინტერესო იყო სლაიდშოუს აწყობა---დრო ისე გაფრინდა , ვერც გავიგე.
მივიღეთ დავალებები მომავალი მეცადინეობისთვის----უნდა შევქმნათ მოსწავლის დავალების ნიმუში--- ცოტა ხნით მოსწავლეები უნდა გავხდეთ, საინტერესოა!
ეს ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი დღე იყო!
ანიკო!როგორც ყოველთვის, ძალზე აქტუალური თემა გაქვს პროექტისთვის აღებული.ძალიან მომეწონა მიდგომა და საკითხის განხილვა.გისურვებ წარმატებებს!
ReplyDeleteიზო მასწავლებელო! მადლობა თბილი სიტყვებისთვის. გთხოვთ , მოსწავლის ნიმუშზეც გამიკეთოთ კომენტარი.მადლობა!
ReplyDelete