Sunday, October 5, 2014

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

   წვიმიანი ამინდი ჩემზე უარყოფითად მოქმედებს, თანაც ცუდად ვგრძნობდი თავს. ტრენერმა მაია ჯოხაძემ ,მეცადინეობა დაიწყო პირველი დღის მიმოხილვით,იმ წევრებისთვის,რომლებმაც ეს დღე გამოტოვეს.ისინი დარეგისტრირდნენ intel-ზე, შემდეგ, ტრენერს ელექრტონული ფოსტით გაუგზავნეს თავიანთი მონაცემები.
      შემდეგი აქტივობა იყო საშინაო დავალების განხილვა––– საპროექტო თემად მე ავირჩიე   ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში, პროექტის
 სათაური : ,,ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სული''.პროექტის მონახაზის პრეზენტაციის შემდგომ,ტრენერმა მომცა სასარგებლო მითითებები.
      სხვა აქტივობა–––ვიმუშავეთ ჯგუფებში და განვიხილეთ პროექტის ნიმუშები.
    ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ბლოგის შედგენა, თუმცა რამდენიმე გლოგი არ გაიხსნა, რაც ტექნიკურმა  პრობლემამ გამოიწვია. ბლოგი მაინც შევქმენი მეორე დღეს.
     P.S.მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, სახლში მოსვლისთანავე  დავწექი, მაციებდა და მაცხელებდა, სამწუხაროა, რომ ამის გამო ვერ დავტოვე სათანადო შთაბჭდილება ტრენერზე  და ჩემი უარყოფითი მხარეების გამომზეურება მომიხდა.

No comments:

Post a Comment